GE
16 სექტემბერი, 2019 17:27

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში შემეცნებით-შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლაში გაიმართა შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებები.

მოეწყო აქცია „წარმატების ფორმულა“, რომლის ფარგლებში უფროსკლასელებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა – ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა, პოეტმა ერეკლე საღლიანმა, მწერალთა სახლის თავმჯდომარემ თემურ ჩალაბაშვილმა, რეჟისორმა ბუბა ხოტივარმა, ჩატარდა საავტორო გაკვეთილები სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებთან.

მოსწავლეებს შეხვდნენ მათემატიკის სახელმძღვანელოს ავტორი თეიმურაზ ვეფხვაძე, ინგლისური ენის სახელმძღვანელოს ავტორი თამარ ჯაფარიძე, ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორი ბესო ლორთქიფანიძე, ჩვენი საქართველოს სახელმძღვანელოს ავტორი როლანდ თოფჩიშვილი.

თემაზე წარმატების ფორმულა სემინარი ჩაატარა ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა მეგი კავთუაშვილმა.

Aris.ge - განათლება განათლება