ცეკვა „ბუდუსეული“ – რას ამბობს განხორციელებული აქტივობის შესახებ ფეხბურთის მოყვარული დამრიგებელი ქუთაისიდან
„როცა ჩვენი ბიჭები თურქეთს ეთამაშებიან, ამ დროისთვის სკოლებში საზაფხულო არდადეგები დაწყებული იქნება, მაგრამ ეს რა პრობლემაა?!. უკვე დაგეგმილი მაქვს, რომ თამაშს ტრადიციულად, სკოლის სპორტულ დარბაზში, დიდ ეკრანზე ვუყუროთ”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის ფეხბურთის მოყვარულმა დამრიგებელმა, ეკა ქართველიშვილმა და გვიამბო, რომ მისი სადამრიგებლო – 4 დ კლასი საქართველოს ეროვნული ნაკრების „ევრო 2024″ – ზე გულშემატკივრობისთვის განსაკუთრებით ემზადება.
პედაგოგი ვიდეოსა და ფოტოებს გვიზიარებს, რომელშიც მეოთხეკლასელები კარგად ნაცნობ ცეკვა „ბუდუსეულს“ დიდი მონდომებით ასრულებენ.
იხილეთ: ვიდეო
იხილეთ ფოტო:
,,ჩვენი კლასის სახით, საქართველოს ნაკრებს ერთგული გულშემატკივარი ჰყავს. ყველას არ გვაქვს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა, ამიტომ გაკვეთილებზე წითელი ფერის ფორმით ვიმოსებით და ჩვენი ქუთაისელი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის ცეკვას ვასრულებთ. ბავშვებს, განსაკუთრებით უყვართ რასაკვირველია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მამარდაშვილი, ჯაბა კანკავა, ხვიჩა კვარაცხელია, მერაბ კაშია,ზურიკო დავითაშვილი.. მოკლედ რომ გითხრათ, გუნდის ყველა წევრი მათი ფავორიტია.
ბავშვებს ჩემი შეხსენებაც არ სჭირდებათ, იციან, რომ „ჯვაროსნები” 18 ივნისს თურქეთს, 21 ივნისს ჩეხეთს და 26 ივნისს პორტუგალიას ეთამაშებიან და ალბათ, ყველანი ისევ დასამშვიდებლები ვიქნებით”, – გვითხრა პედაგოგმა.
თქვენი სკოლა როგორ ემზადება ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისთვის? გაგვიზიარეთ გამოცდილება.
ასევე იხილეთ;