GE
12 ნოემბერი, 2019 17:02

„ჩვენ უკვე 25 წლის ვართ!“ – სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ საიუბილეო წელი აღინიშნა

2019 წლის 8 ნოემბერს მოეწყო სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ საიუბილეო ღონისძიება: „ჩვენ უკვე 25 წლის ვართ!“

ღონისძიებას ესწრებოდნენ:

  • ბექა სივსივაძე და მამუკა მეჭიაური – საქართველოს პარლამენტის წევრის კობა კობალაძის წარმომადგენლობის სპეციალისტები,
  • ზურაბ ქაშიაშვილი – გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე,
  • ანა ირემაშვილი – თბილისის საკრებულოს წევრის, გლდანის მაჟორიტარის შალვა ობგაიძის წარმომადგენელი,
  • გიორგი ჭიღლაძე – ავჭალა, გლდანისხევის საუბნო განყოფილების უფროსი,
  • ევა ბაბალიშვილი – მსოფლიო ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი და „ქრიზანთემების“ ფესტივალის დედოფალი
  • ერნა წიფურია – ანსამბლ „გვირილას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი,
  • ნინიკო ჩიხლაძე – ასოციაცია „საქართველოს ქალბატონების“ პრეზიდენტი
  • ტრისტან ჩიხლაძე – ჟურნალ “ჯეჯილის” რედაქტორი
  • ქეთი ლაზარაშვილი – გამომცემლობა “მინიატურას” დამფუძნებელი და რედაქტორი
  • ვაჟა დურგლიშვილი – კომპოზიტორი
  • გულნაზ გოლეთიანი – მომღერალი,
  • მოსწავლეთა მშობლები, წარჩინებული კურსდამთავრებულები და სკოლის დირექტორები.

დირექტორმა ნაზი ნადირაძემ სკოლის იუბილე მიულოცა თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი ქარცეცხლიანი წლების, თვეებისა და დღეების შემდეგ შეკრულ, ძლიერ და ერთიან გუნდად შედგა. მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის ის პედაგოგები და მშობლები, რომლებიც 25 წელია დირექტორისა და სკოლის კვალდაკვალ იღწვიან.

ნაზი ნადირაძემ ისაუბრა სკოლის მისიაზე, მიზანზე, განხორციელებულ ღონისძიებებზე, წარმატებულ კურსდამთავრებულებზე და სამომავლო იდეებსა და გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე.

დასასრულს სკოლას იუბილე მიულოცეს მეთორმეტე კლასელებმა, მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა და გაიმართა კონცერტი – მათივე მონაწილეობით.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა