ცნობილია კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ პროექტ STEM ოლიმპიადის ფინალისტი გუნდები
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ პროექტ STEM ოლიმპიადის ფინალისტი გუნდები ცნობილია!
STEM ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობას მიიღებს პირველი ტურის შედეგად გამოვლენილი 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი:
რუსთავი — ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლა
ფოთი — ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა
თბილისი — სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი
გორი — ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა
თბილისი — თბილისის თავისუფალი სკოლა
თბილისი — თბილისის არქიმედეს სკოლა
თბილისი — სკოლა სადუნი
თბილისი — გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში
თბილისი — ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა
ახალციხე — ახალციხის N1 საჯარო სკოლა
ფინალური ტური გაიმართება ივნისის ბოლოს, ფინალამდე კი მოსწავლეებს კომაროვის „STEM სკოლის“ გამოცდილი მენტორები ჩაუტარებენ ონლაინ სემინარებს, სადაც ისინი გაიღრმავებენ ცოდნას ციფრული ინჟინერიის მიმართულებით.
გამარჯვებული სკოლის გუნდი მიიღებს 10 000 ლარს საქართველოს ბანკისგან!
STEM ოლიმპიადის საორგანიზაციო გუნდი მადლობას უხდის ოლიმპიადაში მონაწილე 120-მდე სკოლას, ულოცავს ათივე ფინალისტ გუნდს და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს, მათ მენტორებსა და სკოლებს ფინალურ ტურში!
-
კომაროვის „შაბათის სკოლაში“ რეგისტრაცია იწყება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო by სკოლების ამბები
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა