დაზიანების რა კატეგორია უნდა ჰქონდეს სკოლას ან ბაღს, რომ გამაგრდეს ან დაანგრიონ
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა დროებითი წესი, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ასევე სკოლების შენობების საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის კატეგორიები.
დოკუმენტის მიხედვით, იმისთვის, რომ საჯარო დაწესებულებებმა ბაღებისა და სკოლების მშენებლობის/სრული რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტები განახორციელონ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის შემდეგი კატეგორიები განისაზღვრება:
ა) I კატეგორია − შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვარგისია უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის;
ბ) II კატეგორია − შენობა დაზიანებულია, თუმცა საფრთხის შემცველი არ არის და საჭიროებს შესაბამის სარემონტო სამუშაოებს;
გ) III კატეგორია − შენობა (30%-მდე) დაზიანებულია, დაქვეითებულია საექსპლუატაციო მედეგობა და საჭიროებს დროულ გამაგრებას შესაბამისი პროექტის მიხედვით;
დ) IV კატეგორია − შენობა (30%-დან 50%-მდე) დაზიანებულია, ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია, გარეგანი ზემოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელია ცალკეული კონსტრუქციების მყისიერი ჩამოშლა, საჭიროა, განხორციელდეს ევაკუაცია და დემონტაჟი ან გამაგრება სათანადო პროექტის მიხედვით;
ე) V კატეგორია − შენობა (50%-ზე მეტი) დაზიანებულია და საჭიროებს დაუყოვნებლივ დარჩენილი ნაწილების დემონტაჟს.
გარდა ამისა, შენობა-ნაგებობის სეისმურ ნორმებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობის შემთხვევაში, უსაფრთხო ექსპლუატაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია III კატეგორიის ერთი კატეგორიით გაზრდა.
აღსანიშნავია, რომ წესი, საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის კატეგორიებსა და მათი განსაზღვრისთვის საჭირო ზოგად მოთხოვნებს, 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაადგენს.
საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ძალაშია 23 აპრილიდან.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: მთავრობის დადგენილება
ასევე იხილეთ:
სკოლებში ორ და სამცვლიანი სასწავლო რეჟიმი მოსწავლეთა განვითარებაზე უარყოფითად აისახება – ანგარიში
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„მშობლებს ხარჯს გვიორმაგებენ!“ – წლის დასაწყისში ტანსაცმელს იყიდით, სემესტრის ბოლომდე კი – სასკოლო ფორმას by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი