დედაენის დღე სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“ (დირქეტორი – ნაზი ნადირაძე) დედაენის დღე აქტიურად აღინიშნა.
დაწყებით კლასებში ჩატარდა კალიგრაფიის კონსკური; ჩატარდა კლასის საათი თემაზე ,,დედაენის დღე“, მოსწავლეებმა ისაუბრეს მშობლიური ენის შესახებ.
პირველი კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს დედაენის ძეგლი და მიუძღვნეს ლექსები.
უფროსკლასელებისთვის შემეცნებითი შინაარსის აქტივობები განხორციელდა:
- VII კლასი – კლასის საათი თემაზე: ,,ო, ენავ ჩემო..” (ხათუნა გრძელიძე)
- VIII კლასი – პრეზენტაცია თემაზე: ხელნაწერების კვალდაკვალ (ნინო მელქაძე)
- IX-X კლასი – დღის ისტორია – 1978 წლის 14 აპრილი (ლია ბაზაძე)
- XI კლასი – თავისუფალი წერა – ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს..” (დარეჯან ცხომარია)
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” ეს თარიღი პროექტ ,,ქართული ფესვების“ ფორმატით აღინიშნა (პროექტის ინიციატორი და კოორდინატორი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი დარეჯან ცხომარია). ჩატარდა მორიგი ონლაინ-შეხვედრა ჩვენს პარტნიორ, თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან, რომელთათვის ყველაფერი ქართული ძვირფასი და სათაყვანებელია.
შეხვედრა იყო ემოციური, შთაბეჭდილებებით სავსე. სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ სტუმრები იყვნენ გლდანი-ნაძალადევის გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძე, მსახიობი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გივი სიხარულიძე, გლდანი – ნაძალადევის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე, პოეტი ლალი ფრუიძე, ანსამბლ ,,გვირილას“დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ერნა წიფურია, ასოციაცია ,,საქართველოს ქალების“ დამფუძნებელი ნინო ჩიხლაძე და მშობელები. შეხვედრის დასასრულს დაისახა სამომავლო ღონისძიებები.