„ერთმანეთს ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა!“ – ლექსებად თქმული საახალწლო სურვილები ქართველი პოეტების შემოქმედებაში
ახალი წელი აუხდენელი ოცნებებისა და სურვილების რეალობად ქცევის იმედია.
ძველის გაცილების, უკეთესი ცხოვრების, მომავლის დადგომის რწმენით სავსეა ქართველ მწერალთა შემოქმედება.
EDU.ARIS.GE-ი გაჩვენებთ, როგორი იყო საახალწლო გზავნილები ქართველ მწერალთა შემოქმედებაში.
ვაჟა-ფშაველას, ნოდარ დუმბაძის, მუხრან მაჭავარიანის, ოთარ ჭილაძისა და გალაქტიონ ტაბიძის ლექსები ახალ წელზე.
იხილეთ და ჩამოტვირთეთ: ლექსები ახალ წელზე
მუხრან მაჭავარიანის ლექსად თქმული გზავნილი:
„გვიყვარდეს სამშობლო,
სიმართლე გვიყვარდეს,
გვიყვარდეს,
გვიყვარდეს წიგნი…
რაც უნდა ისურვო,
რაც უნდა ინატრო, –
ესაა ყველაზე დიდი“.
ვაჟა-ფშაველას ლექსად თქმული გზავნილი:
„ახალო წელო,
ფიქრებით მწველო,
შენი სიკეთე თუმცა-კი მჯერა,
ყური დამიგდე, რასა გთხოვ ჯერა:
ვინაც არ იცის,
ასწავლე წერა;
მე უკეთესის
ჰანგების მღერა
მასწავლე, თორემ
დაგლოცავ ვერა“.
გალაქტიონ ტაბიძის ლექსად თქმული გზავნილი:
„აჰ, ბავშვებო, ნეტა სადმე
ერთი მხარე მაჩვენა,
სადაც მეტი იყოს ზრუნვა
თქვენზე… ნეტავი თქვენა!“
ასევე იხილეთ:
როცა 5 წლის ბავშვი მოსწავლე ხდება – როგორი უნდა იყოს ყურადღებიანი მშობლის დახმარების გეგმა
-
იპოვე მითითებული სიტყვა კროსვორდში და გამოიცანი პროფესია – აქტივობათა კრებული მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
„ლეგენდად ქცეული ქალები“ – სკოლა „პოლიგლოტში“ კონფერენცია გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„ნამდვილი გაკვეთილის“ ისტორია მოსწავლეებისთვის – რა ხდება, როცა კლასის ყოველდღიური „პრობლემა“ სასწავლო რესურსად იქცევა by სკოლების ამბები