„ეს მოსწავლეებს გააბედნიერებს”- მეორეული მასალისგან შექმნილი სამაგიდო თამაშების ავტორის რჩევა კოლეგებს
პედაგოგებო, მეორეული მასალები გაქვთ და მათ მოშორებას აპირებთ? იქნებ ცუდი იდეაა. თუ რატომ ამ კითხვაზე თქვენთვის თბილისის 168-ე საჯარო სკოლის პედაგოგს, თეონა ბურდულს აქვს პასუხი. ის მოსწავლეებისთვის მეორეული მასალებისგან ნაირ-ნაირ რესურსებს აკეთებს და სწავლა-სწავლების პროცესს ამგვარად ახალისებს. ამჯერად კი თეონამ ხისგან შექმნა სამაგიდო თამაშების რესურსი.
მასწავლებელი EDU.ARIS.GE-ს 16 ოქტომბერს ესაუბრა.
„ეს ხის კუნძია თხლად დაჭრილი. ხედავთ, რომ Ბრტყელი ქვებია Მოხატული და ასევე თეთრი მარმარილო ისიც ნაწილი შავად შეღებილი. პირველი იქსიკი და ნოლიკის ვარიანტია, ხოლო მეორე შახმატის. ჩვენს კლასში გვაქვს ცალკე ლამაზად გაფორმებული მაგიდა, რომელსაც სამაგიდო თამაშების შესაქმნელად ვიყენებთ. ყველას ვურჩევ იგივეს. ეს მათ გააბედნიერებს”,- მოგვითხრო მასწავლებელმა.
პედაგოგის რჩევაა, რომ თუ კლასში მეორეული მასალები აქვთ, პედაგოგებმა არ გადაყარონ და განსაკუთრებით ეს ეხება ბისერებს, წელვად ძუას, მძივებსა და ხის მასალას.
„ეს აქტივობა იმდენად მოეწონათ,მოსწავლეები არ გვეტყვიან – მასწ, სკოლის ეზოში გავალთ, ვითამაშებთო და თქვენც მშვიდათ იქნებით”, – აგვიხსნა თეონა ბურდულმა.
ასევე იხილეთ:
როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ
ჩემი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი – სპეციალისტი გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები



