ეთნოტური პოლიგლოტში
სკოლა ,,პოლიგლოტის“ ჰუმანიტარულ – საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ – სპორტული აღზრდის კათედრის ინიციატივით სკოლაში დაიწყო გრძელვადიანი პროექტი – ეთნოტური-პოლიგლოტში.
პროექტის მიზანი არის საქართველოს მხარეების ეთნოგრაფიულ-გეოგრაფიული და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების შესწავლა ;
მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა ;
საქართველოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, სასწავლო – შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობა;
ღია გაკვეთილების, დისკუსიებისა და პრეზენტაციების გამართვა;
ბროშურების, სარეკლამო ბუკლეტებისა და შემაჯამებელი აქტივობების აღსაწერად ჟურნალის შექმნა.
პროექტის ფარგლებში მეექვსე კლასელებმა წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები: ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, გურია და ფშავ-ხევსურეთი. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ : ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ-სპორტული აღზრდის კათედრის ხელმძღვანელი, გეოგრაფიის მასწავლებელი, თამარ ტეფნაძე, მუსიკის მასწავლებელი ანი ზაზაშვილი და ქართული ენის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი.
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი