GE
15 აპრილი, 2022 19:20

ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე (EGMO 2022) კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

6-12 აპრილს ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადა EGMO 2022 ჩატარდა. წელს ოლიმპიადა უნგრეთის ქალაქ ეგერში გაიმართა, სადაც 57 გუნდი და 222 მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველოს გოგონათა ნაკრების სახელით ვერცხლის მედალი მოიპოვა კომაროვის სკოლის X კლასის მოსწავლემ თამარ ფეიქრიშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედალი – კესარია ჭელიძემ (კომაროვის სკოლა, XI კლასი).

საქართველოს ნაკრების წევრები არიან: თამარ ფეიქრიშვილი, ლიზი კუჭავა (დაჯილდოვდა საპატიო სიგელით), ანა მახარაძე და კესარია ჭელიძე. გუნდის ლიდერები: ანა ონოფრიშვილი, ივანე გოქაძე.

საქართველოს გოგონათა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი კომაროვის გამორჩეული კურდამთავრებული ანა ონოფრიშვილია, რომელიც გოგონებს ოლიმპიადისთვის მომზადებაში ეხმარებოდა და ოლიმპიადის განმავლობაში ნაკრებს ხელმძღვანელობდა.

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს და მათემატიკის წრის პედაგოგს ნიკა სალიას გულთბილი მასპინძლობითვის. ამჟამად ნიკა მათემატიკოსია უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ალფრედ რენის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში.

2024 წელს EGMO-ს რიგით მეცამეტე ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება! ეს გამორჩეულად მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ვინაიდან მათემატიკური ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი ახალგაზრდა მათემატიკოსი ეწვევა საქართველოს.

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, გუნდის ლიდერებს, პედაგოგებს, წრის ხელმღვანელებს და უსურვებს მომავალ წარმატებებს!

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE - სკოლები