GE
22 აგვისტო, 2024 11:15

„სკოლის ეზოში ეს მცენარეები უნდა დარგოთ, კლასში კი..“ – ბოტანიკოსი პროფესორის რეკომენდაცია

„სიამოვნებით მოგიყვებით იმ მცენარეების შესახებ, რომლებიც არ იწვევს ალერგიას. საკლასო ოთახში შეაქვს სიმყუდროვე, სინათლე და ხალისი“, – ამის შესახებ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მთავარი ბოტანიკოსი, მცენარეთა დაცვის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი, ლარისა თირქია გვესაუბრება. სპეცილისტს ვთხოვეთ, დაესახელებინა ის მცენარეები, რომლებიც ალერგიას არ იწვევს და განკუთვნილია საკლასო ოთახებისთვის.

ქალბატონმა ლარისამ სკოლის ეზოს მოწესრიგების მსურველებს, მათ, ვინც ახლა აწესრიგებს გარე ტერიტორიას, რეკომენდაციაც მისცა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ტიპის მცენარეებიის დარგვაა სასურველი სკოლის ეზოში.

მცენარეების ჩამონათვალი სკოლის ეზოსთვის:

  • წიწვოვანი მცენარეები: ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, ტუია, კვიპაროსი;
  • ფოთლოვანი მცენარეები: ნეკერჩხლები, კამელიები, მუხა, დაფნა, ფოტინია, პალმები; სხვადასხვა ბალახოვანი ყვავილოვანი მცენარეები, როგორც ერთწლოვნები ასევე მრავალწლოვნები.

“სკოლის გარეთა სივრცეში უნდა დაიგოს ეს მცენარეები, ისინი სიფერადეს ანიჭებენ სკოლის ეზოს, გამოყოფენ ჟანგბადს და აჯანსაღებენ გარემოს”, – ამბობს ბოტანიკოსი.

“კლასში კი ეს მცენარეებია სასურველი:

მცენარეები, რომლებიც არ იწვევს ალერგიას და განკუთვლია საკლასო ოთახისთვის:

დრაცენა – Dracaena: წმენდს ჰაერს, ადვილი მოსავლელია და კარგად იტანს სიბნელესაც;

სანსევიერია – Sanseviera Trifasciata (მას ხალხში “სიდედრის ენასაც“ უწოდებენ): როგორც ჰაერის გამწმენდი, ოთახის მცენარეთაგან უიშვიათესია, რომელიც ღამეც აგრძელებს ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნას;

ქლოროფიტუმი– Chlorophytum (ობობა მცენარე): ჰაერის არაჩვეულებრივი გამწმენდია. ის ისრუტავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორიცაა ნახშირორჟანგი, ფორმალდეჰიდები და სხვალ;

ფიკუსი– Ficus: მისი თხელი და პრიალა ფოთლები ოთახში მაშინათვე იპყრობს ყურადღებას. ლამაზი და მარტივი მოსავლელია. ხელს უწყობს ჰაეის გაწმენდას;

ალოე ვერა– Aloe vera: ის ღამით დიდი რაოდენობით გამოყოფს ჟანგბადს და ჰაერს ოთახში 24 საათის განმავლობაში წმენდს;

აგლაონემა– Aglaonema ორნამენტული მცენარეა, რომელიც ჰაერიდან ფილტრავს ფორმალდეჰიდსა და ბენზოლს;

გერბერა– Gerbera ჰაერიდან აშორებენ მავნე ქიმიკატებს, (როგორიცაა ბენზოლი და ტრიქლოროეთილინი) და აწარმოებენ ჟანგბადის მაღალ დონეს;

მონსტერა-Monstera Delicios ეს ყველაზე ტრენდული მცენარეა ოთახში ჰაერის საერთო დაბინძურების შესამცირებლად”.

ასევე იხილეთ:

„ამ ასაწყობ პაზლებს ჩვენი ქვეყნის შესწავლისთვის გამოიყენებთ“ – რესურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში