„ამ ასაწყობ პაზლებს ჩვენი ქვეყნის შესწავლისთვის გამოიყენებთ“ – რესურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის
„დაწყებით კლასებში ჩვენი ქვეყნის შესახებ მოსწავლეები უამრავ ცოდნას მიიღებენ. ეს ძირითადად მე და საზოგადოების საგნის ფარგლებში მოხდება. ჩემ მიერ შემოთავაზებული რესურსი დაგეხმარებათ, მოამზადოთ შვილი/მოსწავლე სამშობლოსთან დაკავშირებული თემების შესასწავლად”, – ამის შესახებ ისტორის საგნის პედაგოგი და დამრიგებელი, ხათუნა რუსიეშვილი გვესაუბრება და რესურსს, სახელწოდებით – “ეს ქვეყანა შენია” გვიზიარებს.
პედაგოგი ამბობს, რომ აღნიშნულ რესურსს ოზურგეთის პატარა სოფლის – გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან მრავალი წელია, აქტიურად იყენებს.
რესურსი მოიცავს, როგორც ღია კითხვებს, ასევე სწავლას თამაშით, ციფრულად – პაზლების გამოყენებით.
იხილეთ: ღია კითხვები და ასაწყობი პაზლები
“პაზლების აწყობა განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს. სხვათა შორის, ზედა კლასებშიც ძალიან სახალისო და სასარგებლოა, რადგან გონებითაც მუშაობენ და გაჟეტების სწორად გამოყენებასაც სწავლობენ. ამ ასაწყობ პაზლებს, ჩვენი ქვეყნის შესასწავლად გამოიყენებთ! მშობლებს ვურჩევ, თავადაც გაეცნონ”, – ამბობს პედაგოგი.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი