21 დეკემბერი, 2020 12:49
ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ბრინჯაოს 3 მედალი და საპატიო სიგელი მოიპოვეს
ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (International distributed Physics Olympiad 2020), რომელიც მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურად ჩატარდა, ქართველმა მოსწავლეებმა ბრინჯაოს სამი მედალი და საპატიო სიგელი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების ყველა წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლე იყო:
- ძაძამია გიორგი – ბრინჯაოს მედალი,
- კირთაძე ლუკა – ბრინჯაოს მედალი,
- ნიკურაძე ნიკა – ბრინჯაოს მედალი,
- კოპაძე ლუკა – საპატიო სიგელი,
- თოიძე იოანე – მონაწილის სერტიფიკატი.
საქართველოს ნაკრების ლიდერი დავით ნიშნიანიძე, თანალიდერი ცოტნე შენგელია.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ნაკრების ხელმღვანელებს, პედაგოგებსა და წრის ხელმღვანელებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა