ფოთელმა მესამეკლასელებმა მასწავლებლებს სიმღერა მიუძღვნეს (+ვიდეო)
ქალაქ ფოთის მე-12 საჯარო სკოლის მასწავლებლებზე შეყვარებულმა მესამე კლასელებმა საყვარელ პედაგოგებს სიმღერა სახელწოდებით: „მასწავლებელი და მეგობრობა“ მიუძღვნეს. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს პედაგოგი, მედეა ზარქუა უყვება და ვიდეოს გვიზიარებს.
„კლასის დამრიგებელი ხათუნა ჩიქობავაა, ის პატარებს განსაკუთრებით უყვართ. Სიყვარული კი ის ძალაა, ყველაფერს რომ შეგაძლებინებს. მესამე კლასის მოსწავლეებმა ასე ლამაზად გამოხატეს სრულიად პედაგოგთა საზოგადოების მიმართ სიყვარული და პატივისცემა. “უმრავლესობა მასწავლებლობაზე ოცნებობს“, – გვიამბო სკოლის წარმომადგენელმა.
“შენი თვალებით დანახულს გადაგიშლის სამყაროს,
შეხედე რა ლამაზია დაელოდე გაზაფხულს“.
მეგობრობის წლები ათბობს სულს
მასწავლებლის სიყვარულით ავამღერებ ჩემს პატარა გულს..“- , ამ სიტყვებით უმღერიან მესამეკლასელები საყვარელ მასწავლებლებს.
ასევე იხილეთ:
კუხის საჯარო სკოლის ეტლით მოსარგებლე მოსწავლის ცეკვა ბოლო ზარზე (+ვიდეო)
„აქ ემღერება გულს“ მოსწავლე-მასწავლებლის შესრულებით და დირექტორის შეფასება (+ვიდეო)
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები