GE
17 აპრილი, 2022 11:30

გაიცანი კომაროველი: კომაროველი მიქაელ ხარაძე ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტში ჩაირიცხა სრული 334 000 $-იანი დაფინანსებით

გაიცანი კომაროველი: კომაროველი მიქაელ ხარაძე ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტში (Washington And Lee University) ჩაირიცხა სრული 334 000 $-იანი დაფინანსებით

წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს – მიქაელ ხარაძეს!

მიქაელი ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტში (Washington And Lee University) ჩაირიცხა სრული 334 000 $-იანი დაფინანსებით და სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს !

ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალი ხარისხის განათლებითა და პრესტიჟით, რომელსაც US News-ის რეიტინგებიც მოწმობს. სწავლის დაფინანსებასთან ერთად მას უნივერსიტეტის სტიპენდიაც დაენიშნა.

მიქაელმა SAT გამოცდაზე მათემატიკის მოდულში მაქსიმალური ქულა დააფიქსირა 800/800.

მიქაელი არის:

  • ლატვიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული 2022 წლის საერთაშორისო ჰაკათონის გამარჯვებული გუნდის კაპიტანი.
  • ინფორმატიკის ოლიმპიადა Olyinfo-ს 2022 წლის შემოდგომის ერთ-ერთი გამარჯვებული.
  • კინგსის ინგლისურის ეროვნული ოლიმპიადის 2021 წლის გაზაფხულის გამარჯვებული.
  • EducationUSA Georgia ქსელის Competitive College Club Congress-ის ერთ-ერთი დელეგატი 2021 წლიდან.
  • მიქაელმა გაიარა სტაჟირება პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის მიმართულებით ხალიკ ბანკში 2021 წლის ზაფხულში.
  • The Teen Magazine ონლაინ ჟურნალის ერთ-ერთი რედაქტორი 2021 წლიდან.

ამ წარმატებების პარალელურად მიქაელს თავისუფალ დროს უყვარს მოთხრობების წერა ინგლისურ ენაზე. ასევე აინტერესებს ეკონომიკური თეორიები და ფსიქოლოგია.

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს მიქაელს!

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE - სკოლები