GE
28 დეკემბერი, 2021 18:40

გაიცანი კომაროველი – წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს – ლაშა გიორგი შამუგიას !

მეგობრებო, “გაიცანი კომაროველი”- ს დროა!

წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს – ლაშა გიორგი შამუგიას !

ლაშა გიორგი შამუგია 250.000$-ის დაფინანსებით პრინსტონის უნივერსიტეტში – Princeton University (აშშ) ჩაირიცხა!

პრინსტონის უნივერსიტეტი Ivy League-ის, ამერიკისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და პრესტიჟული უნივერსიტეტია.

ლაშა სწავლის გაგრძელებას აეროკოსმოსური და მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით გეგმავს, როგორც თვითონ ამბობს, ავიაცია და პლანეტებს შორის მოგზაურობის იდეა ყოველთვის აღაფრთოვანებდა და ფიზიკისა და მათემატიკის ცოდნამ და სიყვარულმა მომავალი პროფესიის არჩევა კიდევ უფრო გაუმარტივა.

ამჟამად, რამდენიმე რეიტინგული უნივერსიტეტიდან ელოდება პასუხს და საბოლოო გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს.

ლაშა არის:

კომაროვის ფიზიკის წრის წარმატებული მოსწავლე;

2019, 2020 წლებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალისტი ფიზიკასა და მათემატიკაში (2020);

ინოვაციური მოხალისეობრივი პროექტის “შეხვედრები მათემატიკაზე” ინიციატორი და ორგანიზატორი – ის 5 თვის განმავლობაში მოხალისეობრივად ამზადებდა 14 მეექვსეკლასელს მათემატიკაში, მათ შორის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გამოცდების ჩასაბარებლად;

EducationUSA Georgia ქსელის Competitive College Club სტუდენტი და მოსწავლეთა პირველი საერთაშორისო კონგრესის (EducationUSA CCC Congress) 2020 წლის ერთ-ერთი დელეგატი;

მწერალთა საერთაშორისო კონკურსის “სტრიქონებს შორის” (IWP BTL) 2021 წლის ნახევარფინალისტი;

ამ ყველაფრის პარალელურად ლაშას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მუსიკას, ის არაერთი წელი იყო ფოლკლორულ გუნდ “შავნაბადას” სოლისტი და მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე.

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ლაშა გიორგის!

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE - სკოლები