14 თებერვალი, 2018 16:53
გამომცემლობა ,,პალიტრა L“-მა სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორი მადლობის სიგელით დააჯილდოვა
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა გამომცემლობა “პალიტრა L”-ს შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან. გამომცემლობის თანამშრომლებმა წარუდგინეს საზოგადოებას ახალი პროექტები, ხოლო წიგნების ავტორებმა ისაუბრეს თავიანთი წიგნების შესახებ.
შეხვედრაზე გამომცემლობამ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა წიგნის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრები, მათ შორის დააჯილდოვეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორი მზია დაუშვილი.
სკოლა ,,პოლიგლოტი“ ინფორმაციით, სკოლა სისტემატურად ამდიდრებს ახალი წიგნებით საკუთარ ბიბლიოთეკას და მუდმივად ზრუნავს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაზე.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი