გასაფერადებლები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის – „ამოუბეჭდეთ და იქნებიან მშვიდად, მოტორულ უნარებსაც განივითარებენ“
„დაწყებით კლასებში ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გაფერადება მოსწავლეებს მოტორულ უნარებს უვითარებს და მშვიდ, ხალისიან განწყობას უქმნის“, – ამის შესახებ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსი მასწავლებელი, მედეა ნოზაძე გვესაუბრება.
იხილეთ რესურსი: გასაფერადებელი მულტფილმის გმირები
პედაგოგმა, რომელიც თბილისის 116-ე და მე-100 სკოლებში დაწყებით კლასებთან მუშაობს თავად მოიძია და შექმნა გასაფერადებლები, რომლებსაც გვიზიარებს, როგორც რესურსს სახელწოდებით – „გააფერადე საყვარელი მულტფილმის გმირები“.
„რაპუნცელი, კონკია, ჯუჯები, ტომი და ჯერი, ვინი პუჰი.. ამ გმირების გაფერადებას შეგეძლებათ. მშობლებს, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, ამ გასაფერადებლების მიცემა შეუძლიათ ბავშვებისთვის. ამოუბეჭდეთ და იქნებიან მშვიდად, მოტორულ უნარებსაც განივითარებენ და თავადაც უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს“, – განგვიმარტავს სპეციალისტი.
ასევე იხილეთ:
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
რომელია სწორი: აღვნიშნავ თუ ავღნიშნავ? განვასხვავებ თუ გავანსხვავებ? – ზმნისწინთა მართლწერა მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები