გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრად სკოლა პროგრესში
გერმანიის საელჩოს კულტურის განყოფილების უფროსი ტანია ჰუტი, საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური სამსახურის კოორდინატორი ანგელა შმიდტი და გოეთეს ინსტიტუტის ექსპერტი კრისტინა ნეფცგერი ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესს სტუმრობდა ქუთაისში.
საელჩოს წარმომადგენლებმა სკოლა პროგრესი დაათვალიერეს, გერმანულის გაკვეთილს დაესწრნენ და თავად ნახეს, როგორი ცოცხალი და სახალისოდ მიმდინარეობს გერმანული ენის შესწავლა. სკოლის შესახებ პრეზენტაცია მე-12 კლასის მოსწავლემ გელა კუხიანიძემ გერმანულ ენაზე გამართა.
“სკოლა პროგრესის შესახებ ჩვენ გოეთეს ინსტიტუტიდან გავიგეთ, რომელთანაც სკოლა დიდი ხანია თანამშრომლობს. მოხარულები ვართ მოსწავლეების მხრიდან გერმანული ენის მიმართ ასეთი დიდი ინტერესისა და სიყვარულის გამო და მადლობას ვუხდით სკოლების მასწავლებლებსა და დირექტორებს მათი ღვაწლისათვის” აღნიშნა ტანია ჰუტმა.
სტუმრებს და სკოლის ხელმძღვანელობას შორის საქმიანი დიალოგი გაიმართა და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა, როგორც გაცვლითი პროგრამების, ასევე სხვადასხვა ცენტრს ოფიციალურ წარმომადგენლად აღიარების თაობაზე. სტუმრებმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს წარმატება უსურვეს და სამომავლო გეგმებში ხელშეწყობა აღუთქვეს.