GE
5 ოქტომბერი, 2021 16:31

გილოცავთ ძვირფასო მასწავლებლებო! – ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი

თქვენ დღეს გილოცავთ ძვირფასო მასწავლებლებო!
მინდა ამ განსაკუთრებულ დღეს მილოცვით და მისასალმებელი სიტყვით მოგმართოთ ყველას!

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესში, სკოლაში, სადაც აკედმიური ხარისხი, მაღალი მოლოდინები, სწავლების ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება ის სტანდარტებია, რომლისკენაც სწრაფვამ ჩვენი სკოლა საქართველოს საუკეთესო სკოლების რიგში ჩააყენა და საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა. პროგრესში მოსწავლეები იღებენ ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების განათლებას, რომელიც გამყარებულია მოწინავე ტექნოლოგიებით, ახალი და თითოეულ მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროგრამებით და თანამედროვე სასწავლო კამპუსებით.

ძვირფას მასწავლებლებს
ძვირფასო მასწავლებლებო, მინდა მოგილოცოთ ახალი 2021-2022 სასწავლო წელი და მასწავლებლის საერთაშორისო დღე. სწორედ თქვენი თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის , ბავშვების უანგარო სიყვარულის წყალობით შეძლო ჩვენმა სკოლამ არა ერთი წარმატების მიღწევა. მიუხედავად უპრეცედენტო გამოწვევისა, რომელის წინაშეც მთელი მსოფლიო და , მათ შორის, სკოლები აღმოჩნდნენ COVID-19 პანდემიის გამო, თქვენ დაამტკიცეთ, რომ სწავლა არასოდეს წყდება და არასოდეს არ უნდა შეწყდეს.

ძვირფას მოსწავლეებს
ძვირფასო მოსწავლეებო, ჩვენ ვამაყობთ თქვენი მიღწევებით და წარმატებებით. მჯერა, თქვენ გრძნობთ იმ გამორჩეულ , სითბოთი და ზრუნვით სავსე გარემოს, რომელიც პროგრესშია შექმნილი. გახსოვდეთ, სადაც არ უნდა იყოთ სკოლაში, სახლში და რასაც არ უნდა საქმიანობდეთ უკეთესი განთლებისკენ და ცოდნის მიღებისკენ სწრაფვა თქვენი და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტიაა. თქვენ ამაყად შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი სკოლა ყველგან, საქართველოშიც და უცხოეთშიც . როგორც ყოველთვის, პროგრესი წელსაც სიახლეებს, საინტერესო და დატვირთულ სასწავლო პროგრამებს გთავაზობთ.

ძვირფას მშობლებს
ძვირფასო მშობლებო, მოხარულები ვართ, რომ აირჩიეთ ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი. გვჯერა,ჩვენი სკოლა სწორედ ის გარემოა, სადაც ბავშვებს თავიანთი უნიკალური ინტელექტუალური, ემოციურ და ფიზიკური შესაძლებლობების სრულად გამოვლენის და განვითარების შესაძლებლობა აქვთ. პროგრესის სასკოლო საზოგადოება,მისი მაღალკვალიფიციური მასწავლებლები და მენეჯმენტი ყოველდღიურად ზრუნავს თქვენი შვილების აკადემიურ წარმატებზე, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოზე, რაც ასე მნიშვნელოვანია ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის. ოჯახების და საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ყველა სირთულის გადალახვას და ისეთი თაობების აღზრდას, რომლებიც უკეთესობისკენ შეცვლიან სამყაროს.”
წარმატებულ და მშვიდობიან აკადემიურ წელს გისურვებთ!

ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესი”
გენერალური დირექტორი/დამფუძნებელი
(ქუთაისი, თბილისი, ბათუმი)
ნინო ჩიკვაშვილი

EDU.ARIS.GE - სკოლები