GE
29 იანვარი, 2025 14:45

გიმნაზია „აია-ჯესს“-ის მოსწავლეები ქართულ კოსმეტიკურ საწარმოს ესტუმრნენ

გიმნაზია „აია-ჯესს“-ის პატარა მეცნიერები Piel Naturals-ში იმყოფებოდნენ.

მე-4 დ კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს ქართული კოსმეტიკური ბრენდის – Piel Naturals-ის საწარმოში!

დაათვალიერეს საწარმო, გატესტეს სხვადასხვა პროდუქტი და მონაწილეობა მიიღეს ინოვაციურ სამეცნიერო მასტერკლასში.

მასტერკლასის ფარგლებში, ჩვენმა მოსწავლეებმა:  ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, გაეცნენ კოსმეტიკურ ინგრედიენტებსა და მათ თვისებებს და საკუთარი ხელით დაამზადეს აბაზანის ფერადი ბომბები!

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში