„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე სამყარო!“ - პროექტი სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ (დირქეტორი – ნაზი ნადირაძე) გუნდი ერთხმად თანხმდება, რომ ღირებულებებზე დამყარებული გარემო ქმნის ჯანსაღად განვითარების პირობებს. სკოლა კი ის გარემოა, სადაც ყალიბდება ფუნდამენტური ღირებულებები, პიროვნული თუ მორალური განვითარების კუთხით, ამიტომ, მნიშვნელოვანია სკოლაში წიგნიერი გარემო და მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ასამაღლებლად სწორად შერჩეული აქტივობები.
,,იკითხე ხმამაღლა, შეცვალე სამყარო“ – არის პროექტი, რომელმაც გააერთიანა სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები.
წიგნიერების დღესთან დაკავშირებით სკოლა – ლიცეუმ ,,ცოდნაში“ არაერთი ღონისძიება ჩატარებულა, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, წელს განსხვავებული სახე მიეცა ამ დღეს. მასწავლებლების: ლიკა ლაგვილავა, ნია დათუკიშვილი, მედეია ბოლქვაძე, ნინო სამსონაშვილი, თამარ ოქრიაშვილი, სალომე ქევხიშვილი, მარიამ მოდებაძე, თეკლე ბეგიაშვილი, ირინა დოლიძე და ეკატერინე ბეჟიტაშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები განსხვავებული პროექტებით შეუერთდნენ ღონისძიებას. (,,ადამიანი სრულქმნილი ხდება წიგნის კითხვით!“; ,,მეგობარი წიგნი“; ,,წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“ და სხვ.).
“წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე წიგნთან და ლიტერატურასთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ გუნდი ცდილობს აღსაზრდელებს აზიაროს ის დიდი საგანძური, რომელსაც წიგნი ჰქვია, გონებაში წარმოდგენილი სცენარი უფრო მეტად თვლსაჩინო და ხილვადი გახადოს შემოქმედებითი პროექტებით”, – აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ვიდეო