ინფორმაცია კომაროვის სკოლის მისაღები გამოცდების რეგისტრაციის შესახებ
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში გადმოსვლის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო.
მისაღები გამოცდა მე-7 და მე-8 კლასში გადმომსვლელთათვის ჩატარდება მათემატიკაში, ხოლო მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში გადმომსვლელთათვის – მათემატიკასა და ფიზიკაში.
გამოცდების თარიღი:
- მათემატიკის გამოცდა მე-9, მე-10, მე-11 დამე-12 კლასებში გადმოსვლის მსურველთათვის: 5 ივლისი, 2017 წელი: (გამოცდის დაწყების დრო გამოცხადდება არაუგვიანეს 28 ივნისს).
- ფიზიკის გამოცდა მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში გადმოსვლის მსურველთათვის: 4 ივლისი, 2017 წელი: (გამოცდის დაწყების დრო გამოცხადდება არაუგვიანეს 28 ივნისს).
- მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მხოლოდ მათემატიკაში 6 ივლისს, 10:00 საათზე.
რეგისტრაციის პირობები:
რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
და წარმოადგინოს 2 საბუთი:
1. ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ დამოწმებული ფოტოსურათიანი ცნობა სკოლიდან.
2. სკოლის მიერ გაცემული 2016-17 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ამ ორი საბუთის სკანირებული ვერსია გადმოაგზავნეთ მისამართზე: [email protected], ელექტრონული წერილის თემაში ან შინაარსში მიუთითეთ: ამა და ამ მოსწავლის სარეგისტრაციო საბუთები, ან წარმოადგინეთ სკოლაში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზირი, N49, ოთახი N116, ოთახი N119, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 დან 18:00 საათამდე.
რეგისტრაცია გასტანს 2017 წლის 30 ივნისის 18 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 239 21 57 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 საათამდე).
კომაროვის სკოლაში, მე-7 კლასში მისაღები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო!
მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს დაწყებითი საფეხური, გამოცდისათვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge 2017 წლის 12 ივნისიდან 10 ივლისის 18:00 საათამდე.
გამოცდა ჩატარდება 2017 წლის 16 ივლისს.
რეგისტრაციისთვის საჭირო ზუსტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
მოცემულ ბმულზე იხილეთ გასული წლის საგამოცდო ტესტები.