ინგლისურ სკოლა ,,ნინოს’’ მე-8 კლასში მათემატიკის მასწავლებელმა სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა
შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინოში’’ წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რეგულარულად ტარდება მასწავლებელთა სამოდელო გაკვეთილები.
26 აპრილს მორიგი სამოდელო გაკვეთილი მე-8 კლასში, ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა, ავთანდილ ლომსიანიძემ. სამოდელო გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები: სკოლის დირექტორი, ლ. ქოქიაური, ქეთი მაჩიტიძე და ეკა ბრელიძე, ნინო ქოქიაური, აგრეთვე სკოლის მათემატიკის მასწავლებლები, შოთა ფანგანი და მზია თაღიაშვილი.
სამოდელო გაკვეთილის ტექნიკური მხარე და ვიდეო ჩანაწერი უზრუნველყო ისტ-ის მასწავლებელმა, ლევან ჯიქურაშვილმა.
გაკვეთილი მართლაც საჩვენებელი და მაღალი დონის ჩატარდა. გამოირჩეოდა მაღალი ორგანიზებულობით, მოსწავლეთა აქტიურობით, საგაკვეთილო რესურსების მრავალფეროვნებით, ინოვაციური მიდგომით და ა.შ.
სკოლა ,,ნინო” თავისი არსებობის 25 წლის განმავლობაში ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალკვალიფიციური და არაჩვეულებრივი მასწავლებლებით. ახლაც არ ღალატობს ტრადიციების, მათემატიკის გაკვეთილი მართლაც, რომ დიდებულად ჩატარდა.
-
როგორია უცხოელ მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო გარემო სკოლა “ნინოში” by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა „ნინოს“ პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „თებერვალი – ხეში წყალი“ by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა “ნინოში” უცხოელი მოქალაქეებისთვის ქართული ენის წრე მოქმედებს by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო

