4 ოქტომბერი, 2018 17:12
ინგლისურ სკოლა “ნინოში” ჭადრაკის მოზრდილი ფიგურების კომპლექტი განთავსდა
ინგლისურ სკოლა “ნინოში” ყოველ სიახლეს დიდი სიხარული მოაქვს არამარტო მოსწავლეებისთვის, არამედ პედაგოგებისთვისაც. ამერიკის შეერთებული შტატებიდან სკოლის დირექციამ გამოიწერა და დღეს უკვე სკოლაშია ჭადრაკის მოზრდილი ფიგურების კომპლექტი.
“მართალია, ჯერ მხოლოდ სკოლის ცენტრალურ შესასვლელშია შესაძლებელი დიდი ლამაზი ფიგურებით თამაში, მაგრამ გეგმაშია ეზოშიც მოეწყოს შესაბამისი საჭადრაკო დაფა. ამჯერად, დაწყებითი კლასების პატარა მოჭადრაკეებს წარმოვაჩენთ, ცხადია, აქვე არიან სკოლის საჭადრაკო ჩემპიონატში გამარჯვებული მოსწავლეებიც. წარმატებები ვუსურვოთ თითოეულ მათგანს და სკოლის ჭადრაკის მასწავლებელს, საერთაშორისო ოსტატს ბატონ ივერი ჭიღლაძეს”, – აღნიშნა სკოლის დირექციამ.
-
როგორია უცხოელ მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო გარემო სკოლა “ნინოში” by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა „ნინოს“ პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „თებერვალი – ხეში წყალი“ by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა “ნინოში” უცხოელი მოქალაქეებისთვის ქართული ენის წრე მოქმედებს by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო



