GE
28 სექტემბერი, 2018 17:13

ინგლისურ სკოლა “ნინოში” ცურვის გაკვეთილები აქტიურად ტარდება

ინგლისური სკოლა “ნინოს” საცურაო აუზში 17 სექტემბრიდან “საცურაო-სასწავლო” წელი დაიწყო. დაწყებითი კლასების ყველა და ზედა კლასების მოსწავლეები დიდი სიხარულით სარგებლობენ საგაკვეთილო ცხრილით გათვალისწინებული ცურვის გაკვეთილებით, რაც დიდად უწყობს ხელს მათი სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში. აღსანიშნავია, რომ პირველკლასებს ცურვა კვირაში ორჯერ აქვთ.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის საცურაო აუზის მთელ მომსახურე პერსონალს, განსაკუთრებით მაღალ პროფესიონალურ მწვრთნელებს – ნელი მაილოვას და ანატოლი ბორისოვს.

“ეს მათი დამსახურებაცაა, რომ ჩვენს მოსწავლეებს სკოლის მიერ შერჩეული სპორტული სახეობებიდან ცურვა ყველაზე მეტად ახარებთ! აქვე აღვნიშნავთ, რომ სკოლის საცურაო აუზი დღის 2 საათიდან, საღამოს 9 საათამდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ვარკეთილის დასახლების სხვა სკოლების მოსწავლეებისთვისაც”, – გვითხრეს სკოლის ადმინისტრაციაში.

სკოლა ნინო