29 მაისი, 2018 12:13
ინგლისურ სკოლა “ნინოში” ღია ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა
ინგლისურ სკოლა ,,ნინოში’’ დასრულდა სკოლის ღია ჩემპიონატი ჭადრაკში.
შედეგები ასეთია:
- პირველი ადგილი: ანდრეა ქოქიაური (ვაჟები) – 2ა კლასი; ანა ნარინდოშვილი (გოგონები) -3ა ;
- მეორე ადგილი: სანდრო არუნაშვილი (ვაჟები) – 3გ; მარიამ თაყაძე (გოგონები) -5ა კლასი;
- მესამე ადგილი: ნიკა ქვარცხავა (ვაჟები) – 4ა კლასი; პატრისია ქათამაძე (გოგონები) – 2გ კლასი;
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით. სასკოლო საჭადრაკო პროექტის ხელმძღვანელი საერთაშორისო ოსტატი, სკოლის ჭადრაკის მასწავლებელი, ივერი ჭიღლაძე. მსაჯი, ოსტატობის კანდიდატი, სოფო გუგეშაშვილი.
“შეუძლებელია, არ აღინიშნოს 8 წლის, თანრიგოსანი ანდრეა ქოქიაურის მიღწევები არა მხოლოდ სასკოლო ტურნირებში, არამედ დიდ საჭადრაკო ასპარეზზე. წარმატებები სკოლა ,,ნინოს” ყველა მოსწავლეს. პატარა ანდრეას კი დიდი ნაბიჯებით ევლოს ქართული და მსოფლიო ჭადრაკის მწვერვალებისაკენ”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.
-
როგორია უცხოელ მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო გარემო სკოლა “ნინოში” by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა „ნინოს“ პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „თებერვალი – ხეში წყალი“ by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა “ნინოში” უცხოელი მოქალაქეებისთვის ქართული ენის წრე მოქმედებს by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო



