4 თებერვალი, 2019 17:12
ინგლისურ სკოლა “ნინოში” საჯარო კითხვის საერთაშორისო დღე დიდი აქტივობით აღინიშნა
1-ლი თებერვალი – საჯარო კითხვის საერთაშორისო დღე დიდი აქტივობით აღინიშნა ინგლისურ სკოლა “ნინოში”.
“ჩვენს სკოლაში წიგნის, განსაკუთრებით შემეცნებითი და მხატვრული ლიტერატურის, კითხვას სისტემატური ხასიათი აქვს. შაბათ-კვირას, არდადეგებზე თითქმის ყველა მოსწავლეს ეძლევა დამატებითი ლიტერატურა წასაკითხად, შემდეგ კი კლასებში განიხილავენ მასწავლებლებთან ერთად”, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
სკოლის დირექცია უდიდეს მადლობას უხდის თითოეული კლასის ქართულის მასწავლებელს, ყველა დამრიგებელს, სკოლის ბიბლიოთეკის გამგეს, ნატო სონიშვილს ამ დღის ნაყოფიერად და ეფექტიანად ჩატარებისათვის.