GE
11 ივნისი, 2018 10:28

ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლების საშუალო სკოლა “ნინოში” 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კვირეული ჩატარდა

ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა „ნინოში“, მასწავლებელთა ინიციატივითა და დირექციის აქტიური მხარდაჭერით, 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში სკოლა ,,ნინოს” აღსაზრდელებმა არაერთი ულამაზესი პროექტი განახორციელეს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ასი წლის თავზე მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს დიდებული წინაპრები. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ერეკლე მეფე თუ დავით აღმაშენებელი, ქართლელნი და კახელნი, აჭარელნი თუ აფხაზნი.

მადლობა სკოლის პედაგოგებს: იზოლდა ნიქაბაძეს, ეკა ბრელიძეს, ეკა კვაჭაძეს, ლია ჭავჭავაძეს გაწეული შრომისათვის. სკოლის 26 წლის არსებობის განმავლობაში, გადაჭარბებულად არ ჩაითვლება, თუ ვიტყვით, რომ ასეთი სანახაობრივად ძალიან ლამაზი, შინაარსობრივად დიდი დატვირთვის მქონე ღონისძიებები თითზე ჩამოსათვლელია!“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

კვირეული დასასრულს, დარიგდა ბუკლეტები, სადაც მოკლე ამონარიდის სახით, სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით:

,,26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერსიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო, მოგვიანებით, კი უზენაესი საბჭოს არჩევნებიც დაენიშნა. არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და პარტიამ “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” ზვიად გამსახურდიას მეთაურობით გაიმარჯვა.

1991 წლის 31 მარტს უზენაესმა საბჭომ ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი შემდეგი კითხვით:

“თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის 90,3%-მა. მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს კი, საქართველომ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აირჩია.”

სკოლა ნინო