ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინოში’’ გაიმართა ამავე სკოლის ჩემპიონატი ჭადრაკში
2017 წლის 29-30 მარტს შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინოში’’ გაიმართა ამავე სკოლის ჩემპიონატი ჭადრაკში.
ტურნირი გაიმართა ოლიმპიური სისტემით 42 მონაწილეს შორის. გამარჯვებული გახდა VI კლასის მოსწავლე ლაშა ჯახველაძე. II ადგილი დაიკავა ტარიელ ბაბუნაშვილმა (V კლასი), ხოლო III ადგილი თემურ მჭედლიშვილმა (VI კლასი). გოგონათა შორის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა ნინო ნარინდოშვილმა.
ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მოჭადრაკეები დაწყებით კლასებში. I კლასელთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანდრეა ქოქიაურმა, მან დაუმარცხებლად მოიპოვა პირველი ადგილი პირველკლასელთა შორის. II კლასელთა შორის გიორგი არუთინიანმა (II3 კლასი), ხოლო III კლასელთა შორის ანდრეა ჯანაშიამ (III1 კლასი).
გამარჯვებული მოჭადრაკეები სკოლის ხელმძღვანელობის მიერ დაჯილდოვდნენ დიპლომებით და დაკავებული ადგილების შესაბამისი მედლებით.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს.
სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის სკოლის ჭადრაკის მასწავლებელს, საერთაშორისო ოსტატს, ივერი ჭიღლაძეს ჭადრაკის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის და შესანიშნავი მოსწავლეების – სკოლის ჩემპიონების მომზადებისათვის.