GE
2 ნოემბერი, 2018 17:07

ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა “ნინოში” სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა ფეხბურთში

ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინოში“ გაიმართა სასკოლო ჩემპიონატი ფეხბურთში (მასწავლებელი – მირიან ჯიქია). ჩემპიონატში მონაწილეობდნენ მოსწავლეები ორი ასაკობრივი ჯგუფიდან: 8-9 წლის ბიჭუნათა გუნდი და 10-12 წლის ბიჭუნათა გუნდი.

პირველი ასაკობრივი ჯგუფიდან ფინალში გავიდნენ: 2ბ და 3ა კლასები; (2ბ – კლასის დამრიგებელი ქალბატონი ეკა ბრელიძე, 3ა კლასის დამრიგებელი ქალბატონი ლია ჭავჭავაძე) მეორე ასაკობრივი ჯგუფიდან ფინალში გავიდნენ: 4ბ და 5ა კლასები; (4ბ კლასის დამრიგებელი მირანდა კიკალიშვილი, 5ა კლასის დამრიგებელი ირმა ალფაიძე).

საბოლოოდ გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველ ასაკობრივ ჯგუფში:2ბ კლასი მეორე ასაკობრივ ჯგუფში: 5ა კლასი სკოლა.

სკოლა ,,ნინო” ულოცავს გამარჯვებას პატარა ჩემპიონებს და მათი სპორტის მასწავლებელს და მწვრთნელს მირიან ჯიქიას, აგრეთვე მათ დამრიგებლებს, ეკა ბრელიძესა და ირმა ალფაიძეს.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა ნინო