GE
14 დეკემბერი, 2017 16:28

ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების სკოლა “ნინოს” მოსწავლეები ექსპერიმენტორიუმში იმყოფებოდნენ

13 დეკემბერს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ”ნინოს” მე-5კლასი, დამრიგებელ ეკა მამასახლისის თანდასწრებით, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ ექსპერიმენტორიუმში იმყოფებოდა.

ექსპერიმენტორიუმში ყველაზე უჩვეულო და სახალისო საახალწლო პროგრამა დახვდათ ბავშვებს, მათ გარკვეული კოდების მოძებნით შეძლეს გადაერჩინათ დედამიწა განადგურებისგან. ეს იყო ყველაზე ცივი და ფანტასტიკური სილამაზის ინტერაქტიული შოუ. თხევადი აზოტის ტემპერატურა, როგორც მთვარეზე, 196°С-ია. ბავშვებმა არა მხოლოდ გაიგეს, არამედ, დაინახეს თუ რა შეუძლია თხევად აზოტს: აქციოს დიდი პატარად, ვარდი – შუშად და ვაშლით დააჭედოს ლურსმანი.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ეს იყო მოსწავლეებისთვის ემოციებითა და საინტერესო ინფორმაციებით დატვირთული დღე.

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი