GE
7 მაისი, 2018 15:56

ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების სკოლა “ნინოს” მოსწავლეები თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვივნენ

ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინოს’’ მოსწავლეები თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვივნენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სანაქებო მასპინძლობა გაუწია ღირსეულ სტუმრებს: მუზეუმი, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები – მართლაც ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოზარდებისათვის.

სკოლა “ნინოს” მოსწავლეებმა იციან, რომ ,,სწავლის ძირი მწარე არის’’, მაგრამ ის, რაც სკოლის კედლებიდან იწყება, წარმატებულად გრძელდება უნივერსიტეტში და არასოდეს სრულდება.

ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინო’’ წარმატებას უსურვებს საკუთარ მოსწავლეებს ცოდნის გრძელ და უსასრულო გზაზე.

Aris.ge - განათლება განათლება