ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების სკოლა “ნინოს” პირველკლასელები “გარდენიაში” იმყოფებოდნენ
ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების სკოლა ,,ნინოს’’ 1-ლი კლასი, დამრიგებელ სოფიკო ცეცხლაძესთან ერთად იმყოფებოდა ,,გარდენიაში’’, სადაც იმოგზაურეს შემოდგომის ფერთა გამაში.
მოსწავლეებს ჩაუტარდათ ,,მწვანე გაკვეთილი’’, რომელსაც შემეცნებითი დატვირთვა ჰქონდა, თავდაპირველად დაათვალიერეს, ყვავილები, სათბურები, ასწლოვანი ხეები, სახელოსნოში კი თითოეულმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა მიწის გაცრასა და შეზავებაში. მათ მოხატეს თიხის ქოთნები, შემდეგ კი საკუთარი ხელებით დარგეს ყვავილების ჩითილები. გარდენიას თანამშრომლებმა ბავშვებს თავიანთი ნამუშევრები უსახსოვრეს.
ინგლისური სკოლა ,,ნინოს” დირექცია დიდ მადლობას მოახსენებს ,,გარდენია – შევარდნაძეს” დირექციას, ზურაბ შევარდნაძეს, ბაღის მთელ მომსახურე პერსონალს, გულთბილი და საინტერესო დახვედრისთვის; აგრეთვე კლასის დამრიგებელს სოფიკო ცეცხლაძესა და ინგლისურის ენის მასწავლებელს, შორენა გაბელიას, ერთი ულამაზესი დღისათვის, რომელიც აჩუქეს პატარებს.