ინგლისური სკოლა “ნინოს” მოსწავლეებს “კინგსის” ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ
შემოდგომაზე ჩატარებულ ,,კინგსის’’ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს და სიგელებითა დიპლომებით დაჯილდოვდნენ ინგლისური სკოლა ,,ნინოს’’ მე-3 (2) და მე-3 (3) კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეთა წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით მათ მასწავლებლებს.
“ჩვენო ძვირფასო ,,კინგსელებო’’ და ,,ევერესტელებო’’! იყო სკოლაში პირველი და წარმატებული მოსწავლე, ეს დიდად სასიხარულო ამბავია. მაგრამ ამდენი გამარჯვების სიგელი, დიპლომი, სერტიფიკატი მოუტანო სკოლას – ეს უკვე საამაყო და დიდი წინსვლაა! გილოცავთ, ჩვენო პატარა გმირებო! ეს მხოლოდ თქვენი დამსახურება არ არის! უდიდესი წვლილი მიუძღვის თქვენს მშობლებს, მაგრამ ყველაზე მეტი – თქვენს აღმზრდელ – მასწავლებლებს: ქალბატონ ლია ჭავჭავაძეს, ქალბატონ ნანა შონიას. და კიდევ ერთი, თქვენს ცოდნას და მომავალს ახლა ეყრება საძირკველი! მყარი და წარმატებული ყოფილიყოს ეს ფუნდამენტი! გვიხარია თქვენი სიხარული! ვამაყობთ თქვენით!”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
სკოლა მადლობას უხდის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ამ შედეგისთვის და მათ მომავალ წარმატებებს უსურვებს.
-
როგორია უცხოელ მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო გარემო სკოლა “ნინოში” by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა „ნინოს“ პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „თებერვალი – ხეში წყალი“ by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა “ნინოში” უცხოელი მოქალაქეებისთვის ქართული ენის წრე მოქმედებს by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო



