GE
5 მარტი, 2018 16:42

ინგლისური სკოლა “ნინოს” ობოლ მოსწავლეს მარიამ ჯაში შეეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომერე, მარიამ ჯაში ინგლისური სკოლა “ნინოს” ერთ-ერთ მოსწავლეს შეეხვდა.

სკოლა “ნინოს” ადმინისტრაცია დიდ მადლობა უხდის მარიამ ჯაშს ამ შეხვედრისა და საკუთარი საქმის პროფესიონალიზმით შესრულებისთვის. სკოლის სამადლობელ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ინგლისური სკოლა “ნინოს” და პირადად ჩემი სახელით დღეს ძალიან გვინდა დიდი მადლიერება გამოვხატოთ ქალბატონი მარიამის მიმართ! მან დიდი სიხარული, სიყვარული, ოცნებები და იმედი აჩუქა ჩვენს ობოლ მოსწავლეს და მის დედას, ქალბატონ ნარგიზ ბალავაძე-მჭედლიშვილს.

ქალბატონი ნარგიზი მძიმე ავადმყოფობამდე ჩვენს სკოლაში მუშაობდა, მისი ერთადერთ ნაჩუქარი შვილიც ჩვენი სკოლის შვილობილია. გაუგებრობის გამო ამ ქალბატონს სოციალური პროგრამა აღარ აქვს და ამან კინაღამ მისი ოთხი წლის გაგრძელებული ნაჩუქარი სიცოცხლე შეიწირა. რომ არა ექიმების და ზოგიერთი ადამიანის გულისხმიერება, ქიმიოთერაპიას ვეღარ იკეთებდა ქალბატონი ნარგიზი და შეიძლებოდა კატასტროფით დამთავრებულოყო ღმერთისა და კაცისაგან დაუცველი საოცარი დედა-შვილის ყოფა…

დალოცვილი  ბრძანდებოდეთ ქალბატონო მარიამ, თქვენს მიერ გამოჩენილი დიდი სითბოსა და მზრუნველობისათვის! მიიღეთ პირადად ჩემი და ჩვენი დიდი და ძლიერი კოლექტივის მადლობა! სამაგალითო დეპუტატ ქალბატონს გილოცავთ გაზაფხულის ლამაზ სადღესასწაულო დღეებს! თქვენ ჩვენი საამაყო და მშვენიერი მარიამი ბრძანდებით!”.

სკოლა ნინო