8 აპრილი, 2019 15:44
ინტელექტუალურ შეჯიბრში „რა? სად? როდის?“ კომაროვის სკოლის მოსწავლეთა გუნდმა გაიმარჯვა
ვაკის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მდებარე საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის გამართულ ინტელექტუალურ შეჯიბრში „რა? სად? როდის?“ კომაროვის სკოლის მოსწავლეთა გუნდმა გაიმარჯვა!
გუნდის შემადგენლობა: გიორგი ქიტუაშვილი, გიორგი კირვალიძე, გიორგი კედია, გიორგი პაპულაშვილი, მარიამ ტყეშელაშვილი, თამარ კორკოტაშვილი
თამაშში მონაწილეობა 11 სკოლის მოსწავლემ მიიღო. დაძაბული და საინტერესო შეჯიბრის შედეგად, ჟიურიმ I, II და III ადგილებზე გასული გუნდები გამოავლინა. ინტელექტუალური თამაშის მონაწილეები ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილემ ბიძინა ჩიკვილაძემ დააჯილდოვა. შეჯიბრში გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს!
-
კომაროვის „შაბათის სკოლაში“ რეგისტრაცია იწყება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო by სკოლების ამბები
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა