17 აპრილი, 2018 13:36
კერძო სკოლა „ნინოს“ მეხუთე კლასის მოსწავლეები „112“-ის თბილისის ცენტრს ეწვივნენ
„112“-ის თბილისის ცენტრს კერძო სკოლა „ნინოს“ მე-5 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ, ასევე, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან.
მოზარდებმა ცენტრის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს თუ რა ზიანის მომტანია 112-ზე ცრუ ზარის განხორციელება და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში.
11 თებერვალს, როგორც საქართველომ, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტმა ქვეყანამ „112“-ის დღე აღნიშნა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი იყო გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა. საქართველოს „112“ ამ დღეს, ყოველწლიურად, სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას ატარებს.
-
როგორია უცხოელ მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო გარემო სკოლა “ნინოში” by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა „ნინოს“ პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „თებერვალი – ხეში წყალი“ by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა “ნინოში” უცხოელი მოქალაქეებისთვის ქართული ენის წრე მოქმედებს by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო







