კერძო სკოლა „ნინოს“ მოსწავლეები „112“-ის თბილისის ცენტრს ეწვივნენ
„112“-ის დღესთან დაკავშირებით „112“-ის თბილისის ცენტრს კერძო სკოლა „ნინოს“ მე-9 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ. ასევე, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან. მოზარდებმა ცენტრის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, რომ თუ რა ზიანის მომტანია 112-ზე ცრუ ზარის განხორციელება და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში.
11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა „112“-ის დღეს აღნიშნა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი იყო გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა.
საქართველოს „112“ ამ დღეს, ყოველწლიურად, სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას ატარებს.
-
როგორია უცხოელ მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო გარემო სკოლა “ნინოში” by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა „ნინოს“ პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „თებერვალი – ხეში წყალი“ by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო
-
სკოლა “ნინოში” უცხოელი მოქალაქეებისთვის ქართული ენის წრე მოქმედებს by ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო



