სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“ მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა
მაისის თვე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“.
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული სასწავლო-პრაქტიკული კონფერენციაში ,,რწმენა ჩვენს ცხოვრებაში” ფინალურ ტურში მიიღო მონაწილეობა IX კლასის მოსწავლემ ელენე ჩინაშვილმა (მასწავლებელი დარეჯან ცხომარია).
მოსწავლეთა გუნდები – ,,ფლორისტები” და ,,life” – აქტიურად ჩაერთვნენ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის შემეცნებით-გასართობ თამაშზე “Garden Games”.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესება მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. სწორედ ამ მიზნით ესტუმრნენ სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს, ექსპერიმენტორიუმს მეშვიდეკლასელები. მოსწავლეებმა ბევრ საინტერესო და სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა (კლასის დამრიგებელი ლია ბაზაძე).