GE
28 მარტი, 2017 15:37

კომაროველებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ ესეების კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს

კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ჩაატარა საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა „სიმართლე თებერვალზე“ (25 თებერვალი ემიგრანტული არქივების ფურცლებზე). პროექტი 4 დღე გაგრძელდა და ამ პერიოდში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს 420 დამთვალიერებელი ესტუმრა, 25 კერძო და საჯარო სკოლიდან, ასევე სამხედრო სასწავლებლებიდან. გარდა თბილისის სკოლებისა ვიზიტორები იყვნენ რუსთავის საგარეჯოს და გორის რეგიონებიდან.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაიმართა ესეების კონკურსი “მე და ოკუპაცია”, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 10 საუკეთესო ესე. 21 მარტს, 15:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში შედგა გამარჯვებული ჯგუფების დაჯილდოვება და საგანგებო სიგელების გადაცემა. კონკურსის გამორჩეული მონაწილეები და გამარჯვებულები არიან: ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა: 1. ნიკა ფხალაძე 2. ნინო თათრიშვილი 3. ნიკა ნიკურაძე 4. ნიკო შარიქაძე 5. ლუკა ფხალაძე 6. ნოდარ ჭრიკიშვილი 7. ანრი ტოროტაძე 8. ბესარიონ ფიოლია 9. ლუკა თავყელიშვილი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროექტში გამარჯვებული ახალგაზრდების პედაგოგებს: დიანა არჯევანიძეს (კომაროვის სკოლა), თიკო თვალჭრელიძეს (კომაროვის სკოლა), ელზა ბედოშვილს (თბილისის №159 საჯარო სკოლა), ეკატერინე მამუკელაშვილს (რუსთავის №20 საჯარო სკოლა).

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება