კომაროვის 2017 წლის კურსდამთავრებულს მსოფლიოს ოთხმა წამყვანმა უნივერსიტეტმა 250 000$-ით დააფინანსება შესთავაზა
კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი მერი კავთელიშვილი მსოფლიოს ოთხმა წამყვანმა უნივერსიტეტმა: University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University-მა მიიღო და თითოეულმა საშუალოდ 250 000$ დაფინანსება მისცა.
მერიმ სწავლის გასაგრძელებლად University of Pennsylvania ამოირჩია, რომელიც Ivy League-ს წევრი უნივერსიტეტია; Ivy League-ში ამერიკის რვა ყველაზე პრესტიჟული და რჩეული უნივერსიტეტი შედის, როგორიც არის ჰარვარდი, პრინსტონი, იეილი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კორნელი, ბრაუნი და დარტმუსი.
University of Pennsylvania ბენჯამინ ფრანკლინმა დაარსა და სიძველით მეოთხე უნივერსიტეტია ამერიკაში. ყოველწლიურად პენსილვანიის უნივერსიტეტი აპლიკანტების მხოლოდ 9%-ს იღებს.
U.S News & World Report ის რეიტინგში University of Pennsylvania ამერიკის შტატებში მერვე ადგილს იკავებს. ამ უნივერსიტეტში სწავლობდნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორიც არის დონალდ ტრამპი და უორენ ბაფეტი.
კომაროვის სკოლა ულოცავს მერის ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალს უსურვებს.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა