GE
26 იანვარი, 2021 13:26

კომაროვის გუნდი პედაგოგთა და ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელების მე-3 საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელია

კომაროვის სკოლის გუნდი პედაგოგთა და ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელების მე-3 საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელია.
კონკურსი ჟაუტიკოვის ოლიმპიადის პარალელურად ჩატარდა ონლაინ რეჟიმში. კონკურსში 6 ქვეყნის 148 პედაგოგი და წრის ხელმღვანელი მონაწილეობდა.

იხილეთ ბმული

მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა ლიგებში სკოლის პედაგოგებმა და წრის ხელმღვანელებმა ოქროს 2, ვერცხლის 7 და ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვეს. გუნდურ შეჯიბრში კომაროვის სკოლის პედაგოგთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა გუნდი გრან-პრის მფლობელი გახდა.

სკოლის გამარჯვებული პედაგოგები და წრის ხელმძღვანელებია:

  • ლერი ბანცური, მათემატიკის პედაგოგი-ოქროს მედალი, აბსოლუტური პირველი ადგილი და აბსოლუტური შედეგი (70 ქულა 70-დან);
  • თეიმურაზ კალატოზი, ფიზიკის პედაგოგი-ოქროს მედალი;
  • დიმიტრი არაბიძე, მათემატიკის პედაგოგი-ვერცხლის მედალი;
  • ივანე კვიტაშვილი, მათემატიკის პედაგოგი-ვერცხლის მედალი;
  • მალხაზ ჯინჭარაძე, მათემატიკის პედაგოგი-ვერცხლის მედალი;
  • ნინო გულუა, მათემატიკის პედაგოგი-ბრინჯაოს მედალი;
  • საბა ლეფსვერიძე, მათემატიკის ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელი-ვერცხლის მედალი;
  • ალექსანდრე საათაშვილი, მათემატიკის ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელი-ვერცხლის მედალი;
  • გიორგი არაბიძე, მათემატიკის ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელი-ბრინჯაოს მედალი;
  • ნიკოლოზ ბირკაძე, ინფორმატიკის ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელი-ვერცხლის მედალი;
  • თეიმურაზ თოლორაია, ინფორმატიკის ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელი-ვერცხლის მედალი;
  • ბაქარ გამეზარდაშვილი, ინფორმატიკის ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელი-ბრინჯაოს მედალი.

კომაროვის სკოლა ულოცავს პედაგოგებსა და წრის ხელმძღვანელებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება