GE
24 იანვარი, 2020 11:16

კომაროვის კურსდამთავრებულები და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის (MIT) სტუდენტები კომაროვს ესტუმრნენ

კომაროვის კურსდამთავრებულები, ელენე მაჩაიძე და გიორგი კლდიაშვილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით სწავლობენ.

კურსდამთავრებულები, კომაროვის სკოლას ესტუმრნენ; ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან, რომლებსაც აქვთ სურვილი, სწავლა გააგრძელონ  მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია MIT-ში საბუთების მიღების, გადარჩევის, სტიპენდიებისა და უნივერსიტეტის კულტურის შესახებ.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია.

მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა U.S. News & World Report-ის, QS World University Rankings-ისა და Academic Ranking of World Universities-ის მიერ. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა. 2016-2017 წლის QS World University Rankings – ის მიხედვით კი, MIT პირველ ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ უნივერსიტეტებს, როგორებიცაა, Harvard University, University of Cambridge, University of Oxford და სხვა.

აღსანიშნავია, რომ MIT- ის სწავლის წლიური გადასახადი 60 000 დოლარამდე აღწევს და MIT-ის ბაკალავრის პროგრამაზე სულ ხუთ კომაროვის კურსდამთავრებულს აქვს სრული დაფინანსება მოპოვებული.

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის MIT-ის სტუდენტებს, ელენე მაჩაიძეს და გიორგი კლდიაშვილს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება