GE
29 სექტემბერი, 2017 13:40

კომაროვის კურსდამთავრებულები ქიმიისა და ფიზიკის მსოფლიო ოლიმპიადის ფინალისტები და ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ

ალექსანდრე საათაშვილი, გელა პატაშური, საბა თავდგირიძე და გიორგი გრიოგოლია მათემატიკიის, ქიმიის და ფიზიკის მსოფლიო ოლიმპიადის ფინალისტები და ბრინჯაოს მედალოსნები თსუ-ის სტუდენტები გახდნენ.

ალექსანდრე საათაშვილი მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადის მე-5 ადგილის მფლობელია. საქართველოს ნაკრების ოლიმპიადების ისტორიაში ალექსანდრეს შედეგი რეკორდულია. მას ასევე, წელს თსუ-ის რექტორის სტიპენდია მიენიჭა.

გელა პატაშური წელს ინდონეზიაში გამართული ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის (IPhO) ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

საბა თავდგირიძე წელს ტაილანდში გამართული ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

გიორგი გრიგოლია წელს ინდონეზიაში გამართული ფიზიკის მსოფლიო ოლიმპიადის ფინალისტი გახდა.

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს სკოლის კურსდამთავრებულებს!

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება