26 ოქტომბერი, 2017 17:19
კომაროვის კურსდამთავრებულებმა ისრაელში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სუპერფინალში ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
არიელის უნივერსიტეტში, ისრაელში 16-22 ოქტომბერს მათემატიკის მე-12 ღია საერთაშორისო ინტერნეტ ოლიმპიადის სუპერფინალი გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 100-მა მოსწავლემ. მოსწავლეები საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან იყვნენ; ისინი შეუერთდნენ იმ 50 მონაწილეს, რომლებიც ისრაელის 5000 სტუდენტიდან წინა ტურებში ამოარჩიეს.
სუპერფინალში, კომაროვის კურსდამთავრებულებმა და თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
გამარჯვებული მოსწავლეები არიან: გიორგი სვანაძე, ანანო ბასილაია და ელენე გაბელაია.
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს მათ.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა