2 ოქტომბერი, 2017 14:56
კომაროვის კურსდამთავრებული 2017 წლის მისაღები გამოცდების საგრანტო ქულების მიხედვით საქართველოში I ადგილზეა
მარიამმა ზოგად უნარებში 79, ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 80, ინგლისურში – 87, მათემატიკაში – 56 , ხოლო ფიზიკაში 66 ქულა აიღო. მისი შედეგი ზოგად უნარებსა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოში ყველაზე მაღალია.
მარიამს უნივერსიტეტში მოსახვედრად ინგლისურის გარდა არც ერთ საგანში არ ყოლია კერძო მასწავლებელი. მან 100-პროცენტიანი გრანტით „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. იმის გამო, რომ მარიამი ფაკულტეტზე ქულების რაოდენობით პირველია, პირველ წელს უნივერსიტეტი სახელმწიფო დაფინანსების გარდა, დარჩენილ გადასახადს
სრულად დაუფინანსებს. კომაროვის სკოლა მომავალშიც წარმატებებს უსურვებს მარიამს.
-
კომაროვის „შაბათის სკოლაში“ რეგისტრაცია იწყება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო by სკოლების ამბები
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა