GE
12 ივნისი, 2017 12:42

კომაროვის მოსწავლეები დიდი ბრიტანეთის წამყვან კოლეჯებში უმაღლესი დაფინანსებით გააგრძელებენ სწავლას

HMC-ის პროგრამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ ბრიტანეთის წამყვან სკოლებში ერთი წლის განმავლობაში. HMC პროგრამა ჩატარდა საქართველოს მასშტაბითაც, სადაც ამოარჩიეს 12 მოსწავლე, აქედან 5 კომაროველი.

სამ მოსწავლეს გამოეყო 100%-იანი დაფინანსება, თითოულს დაახლოებით 35 000 ფუნტი სტერლინგი, ხოლო ორს – 80%-იანი დაფინანსება, რაც დაახლოებით 30 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

კომაროვის სკოლის რჩეული მოსწავლეები არიან: დემეტრე დევიძე, ზურაბ ჩარკვიანი, ლაშა თარგამაძე, მიშო გაბუნია და დავით ვეფხვაძე. ისინი სწავლას გააგრძელებენ A level პროგრამაზე დიდი ბრიტანეთის წამყვან კოლეჯებში: Bradfield College, The Christ Hospital, Tonbridge School, Chigwell School და Oswestry School.

HMC პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი ან დარეკეთ ნომერზე: 592 211 161.

კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება