GE
12 აპრილი, 2018 17:29

კომაროვის მოსწავლეები ინფორმატიკაში რუმინეთის საერთაშორისო ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ

რუმინეთის საერთაშორისო ონლაინ ოლიმპიადა ინფორმატიკაში – InfO (1) Cup – საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ნაკრების ოთხივე წევრი სკოლა-პანსიონის მოსწავლე იყო.

მედლები ასე გადანაწილდა:

  • ოქროს მედალი: ალექსანდრე ხოხიაშვილი,
  • ვერცხლის მედლები: გიორგი კლდიაშვილი, ვანო გამეზარდაშვილი და ნიკოლოზ ბირკაძე.

ოლიმპიადაში ევროპის, აზიისა და აფრიკის 23 ქვეყნის 48 გუნდი მონაწილეობდა, სულ 192 უძლიერესი მოსწავლე.

მონაწილე ქვეყნები იყვნენ: რუმინეთი, საქართველო, ბელარუსი, რუსეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ხორვატია, საფრანგეთი, ფინეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, უნგრეთი, ირანი, იტალია, ყაზახეთი, მოლდავეთი, სერბეთი, შვეცია, შვეიცარია, სირია, უკრაინა, თურქმენეთი, აზერბაიჯანი.

კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს ამ წარმატებას.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება