2 მაისი, 2017 16:50
კომაროვის მოსწავლეები წეროვანის ქაღალდის კომბინატს ესტუმრნენ
კომაროვის მერვე I (დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელი ქეთევან ბუხრაშვილი) და მერვე II კლასის (დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელი მაია მენთეშაშვილი) მოსწავლეები წეროვანის ქაღალდის კომბინატს ესტუმრნენ.
მოსწავლეებს კომბინატის დირექტორმა, გია ნაკაიძემ უმასპინძლა. ბავშვებმა საკუთარი თვალით დაინახეს მერქნიდან ქაღალდამდე შექმნის რთული და საინტერესო პროცესი. ეს გარეგაკვეთილი მათთვის მნიშვნელოვანი და მეტად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, შეაგროვონ მაკულატურა და საჩუქრად გადასცენ კომბინატს, რათა თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეიტანონ ქართული წარმოების განვითარებაში.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა